en
ge

„ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს პირველი დონის რეიტინგი მიენიჭა“

თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას:
„სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროში საქართველოს რეიტინგი. ამ რეიტინგის თანახმად, საქართველოს მიენიჭა პირველი დონის რეიტინგი, ჩვენ მეორე ე.წ. კალათიდან გადავინაცვლეთ პირველ კალათაში. ეს არის ჩენი ძალოვანი სტრუქტურების, ჩვენი სოციალური მუშაკების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს და სხვა არაერთი უწყების კოორდინირებული სამუშაოს შედეგი და წარმატება. მე მინდა ყველა მოგილოცოთ ეს და მოგილოცოთ ის, რომ ამ ანგარიშში ნათქვამია, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამ დანაშაულთან ბრძოლაში ბოლო სამი წლის მანძილზე, რაც ჩვენ ამ შემადგენლობით უწყებათშორის საბჭოში შევეჭიდეთ ამ დანაშაულს, მთავრობამ განახორციელა თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)