აჭარა. 17 იანვარს, ბათუმის დეომკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ველფეარ ფაუნდეიშენმა" ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა. რომელიც მიზნად ისახავდა თამბაქოს რეკლამირების შეზღუდვის მოთხოვნას და ლოკალურ დონეზე ამ კამპანიის წარმოებას. პროექტის ავტორების განცხადებით, თამბაქოს მოხმარების, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი რეკლამა უნდა შეიზღუდოს. ალიანსის ინიციატივით საქრთველოში უკვე დაიწყო პასიური მწეველების უფლებების ადვოკატირება. აღნიშნული კამპანიის წარმოება საჭიროა, რადგანაც მიუხედავად იმის, რომ კანონი არამწეველი ადამიანების უფლებების დასაცავად 2003 წელსაა მიღებული, ის დღემდე არ სრულდება.
პროექტი დაფინანსებულია აღოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.