en
ge

კურდამთავრებულთა დაჯილდოვება

გურია.  17 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია.
ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH –ინტერნატინალის მიერ და გურიაში მისი პარტნიორია „გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი". აღნიშნული პროგრამა გახორციელდა საქართველოს ოთხ ქალაქში: რუსთავში, გორში, ახალციხესა და ოზურგეთში. იგი მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა  მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.
სასწავლო კურსი ორი წელი მიმდინარეობდა და მოიცავდა სწავლების 4 სემესტრს 2011 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობდა 14-18 წლამდე 25 მოზარდი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ინგლისური ენის გაკვეთილებთან ერთად, მათთვის ჩატარდა 10-მდე დამატებითი ღონისძიება ამერიკული კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოეწყო ორი საზაფხულო ბანაკი. გარდა იმისა, რომ ბავშვებმა შეისწავლეს ინგლისური ენა, მათ გაიცნეს ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს, განივითარეს ლიდერის თვისებები

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)