en
ge

კოალიცია მოსამართლეთა კონკურსს აფასებს...

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის ყველა კანდიდატთან დასრულებულია გასაუბრება.
„კოალიციის შეფასებით, აღნიშნულმა გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები, რაც ამ მიმართულებით არსებობს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში. ამასთან, კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: phr.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)