თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჩართულია გონიოს მიწებთან დაკავშირებულ პროცესში და მუდმივ რეჟიმში აკვირდება მოცემული თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„მოვუწოდებთ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ 271 მოქალაქის საკითხი შეისწავლოს ინდივიდუალურად და წერილობით განუმარტოს თითოეულ მათგანს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. გადაწყვეტილება მიიღოს სადაო ურთიერთობის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის შემდგომ, კანონის სრული დაცვით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge