გურია. 6 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„საუბარი შემდეგ საკითხებს დაეთმო: სოფლის პრობლემები და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება; რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში და რა გზები არსებოს ამის განსახორციელებლად; რა შესაძლებლობებს აძლევს სოფლის მოსახლეობას ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, როგორ უნდა ისარგებლონ ფერმერებმა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით და რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ ევროპის ბაზარზე პროდუქციის გასატანად," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში. 8 ივნისს კი შეხვედრა დაგეგმილია სოფელ ჯურუყვეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში