თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს იურისტ ნინო ბაღაშვილის ბლოგპოსტს: „მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო..."
„პაპიძის საქმე არის ამბავი საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოლომდე გაწიროს ადამიანი, ისე რომ გადარჩენის გზაც არ დაუტოვოს. ეს არის ამბავი არაპროფესიონალ და არაჰუმანურ მედიაზე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ტრაგედია ჩვეულებრივ, ტაბლოიდურ, ყვითელ თემად აქციოს. და რაც მთავარია, ეს არის ამბავი მორალისტურ საზოგადოებაზე, რომელიც თავადვე ხდება ტყვე მორალური თუ სტერეოტიპული წარმოდგენების და ქმნის შერჩევითი სამართლიანობის პრეცენდენტებს," ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge