en
ge

კამპანია: „კაცები ზრუნავენ“

თბილისი. სასტუმრო „რუმსი", 8 ივლისი, პარასკევი, 19 საათი _ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია „MenCare" იწყება. დევიზით „კაცები ზრუნავენ". ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს იწვევენ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.
კამპანიის საქართველოში დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გასაზრდელად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს ეკუთვნის. კამპანია მთლიანად ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.
წყარო: გაეროს მოსახლეობის ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023