თბილისი. 8 ივლისს, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" (NALAG) მიერ განხორციელებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის" ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
„კონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და ის შედეგები შეაფასეს, რომელსაც „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ" ევროკავშირის დახმარებით საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით მიაღწია. ღონისძიებაზე აღნიშნული პროექტის გაგრძელებაზე, ასევე ასოციაციისა და ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში