თბილისი. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური
კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) 21–23 იანვარს, პროექტის ფარგლებში - „V4
С3-ის ევროინტეგრაციისთვის" - აწყობს საჯარო ლექციების ციკლს საქართველოს
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მედიის
წარმომადგენლებისთვის.
საჯარო ლექციის მიზანია
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, და აკადემიურ პერსონალსა და მედიის წარმომადგენლებს
მიაწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული პროექტის შესახებ, ასევე „აღმოსავლეთის პარტნიორობის" კონტექსტში საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები ევროინტეგრაციასთან მიმართებით. „აღმოსავლეთის პარტნიორობაში" საქართველოს მონაწილეობა ქვეყანას
მრავალი გამოწვევისა და რეფორმის გატარების აუცილებლობის წინაშე აყენებს. ერთის მხრივ,
ჰარმონიზაციის უპრეცენდენტო შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, ამისთვის საჭირო რესურსების
აკუმულირება, მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
საჯარო ლექციები
ტარდება პროექტის ფარგლებში - „V4 С3-ის ევროინტეგრაციისთვის". პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და ხორციელდება
საერთაშორისო ფონდ „ვიშეგრადის" (International Visegrad Fund) ფინანსური მხარდაჭერით.