თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა", არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან" ერთად მედიკამენტების ბაზარზე არსებული ფასების მონიტორინგს განაგრძობს.
„უკანასკნელი კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც ივნისის თვის მონაცემები შედარდა მაისის თვეში დაფიქსირებულ მონაცემებს, „ფანასკერტელის ინდექსი" უმნიშვნელოდ შემცირდა და 12,68 პუნქტი შეადგინა, ანუ მედიკამენტების ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 ივლისის მონაცემებით 2,4%-ით შემცირდა.
დაკვირვებადი 200 დასახელების მედიკამენტიდან, 8 მათგანზე ფასი შემცირდა, ხოლო დანარჩენზე ფასები უცვლელია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში