თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში უკვე მესამედ წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.
„ანგარიში შეეხება საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას (საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიები) და მოიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას.
2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის 326 საქართველოს მთავრობის ინიცირებული, 1601 დადგენილება, რატიფიცირებული იქნა 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია. 2015 წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება და 31 ივლისს „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge