თბილისი. 17 იანვარს სასტუმროში „ბეტსში" ოქსფამ დიდი ბრიტანეთის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,
გაიმართა სასოფლო–სამეურნეო კოოპერტივების მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტის განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის, საზოგადოებრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ კანონპროექტის პრეზენტირების შემდგომ გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია კანონპროექტის საბოლოო რედაქციის შესახებ. შეხვედრის შემდეგ, მონაწილეები შეთანმხდნენ, რომ დამატებითი კონსულტაციები, თავდაპირველად, ელექტრონული ფრომით გაგრძელდება, ხოლო კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრა.