თბილისი. 11 ივლისს, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ" სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე - დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების, ე.წ BREXIT შესაძლო გავლენა საქართველო-ევროკავშირის, ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის და საქართველო ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობაზე.
შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთში მიმდინარე დისკუსია ჯერ კიდევ რეფერენდუმის შედეგების შეეხება და რეალურად ამ დრომდე არ დაწყებულა ფიქრი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ პროცედურებით არ უნდა დაზარალდეს არც ევროკავშირი და არც დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა არ დააბრკოლებს საქართველოსთვის უვიზი მიმოსვლის მინიჭების პროცესს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
წყარო: osgf.ge