აჭარა. 18 იანვარს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „არტ ვეიმ", პროეტ რე-ანიმაციის ფარგლებში, მორიგი
თეატრალიზირებული აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ხმოვანი შუქნიშნების
იმიტირებით საზოგადოების დიდ ნაწილს ხმა მიაწვდინეს უსინათლოთა
პრობლემების შესახებ. სამინისტროებს, რომელთა უშუალო კომპეტენციაშია შშმ პირების
უფლებების დაცვა შედის, მოუწოდეს, რომ კანონი, რომელიც მათ სოციალური
მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს, სრულფასოვნად შესრულდეს. აღნიშნულ
აქტივობაში „არტ ვეის" კლუბის წევრების გარდა,
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილებდნენ.