იმერეთი. 13 ივლისს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003" მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა თემაზე „დევნილთა ახალ დასახლებებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები’".
„მრგვალი მაგიდის სხდომის მიზანი გახლდათ ახალი გზების გამონახვა, რაც სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენლთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას, მათი შესაძლებლობების განვითარებას, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში