აჭარა. 16-17 ივლისს, გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებს, ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა.
„ ...ფარგლებში გორის სამოქალაქო ცენტრის მოხალისეებმა ჩაატარეს ტრენინგი „მოხალისეობაზე", დაგეგმეს მოხალისეობრივი აქტივობა და დაეხმარნენ ორგანიზაციას - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" სოციალური საწარმოს დასუფთავებაში, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება და იმუშავებს შშმ პირთა ფსიქო სოციალურ რეაბილიტაციაზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში