თბილისი. 18-19 ივლისს, მედიის წარმომადგენლებისთვის საზაფხულო სემინარი ნატოს შესახებ იმართება.
„სემინარებში ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები მონაწილეობენ. სემინარზე განიხილავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებს, გაფართოების პოლიტიკას, ნატო- საქართელოს თანამშრომლობას, ვარშავის სამიტის შედეგები, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში