თბილისი. 18 ივლისს, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) გამართა კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები" პრეზენტაცია.
„კვლევა მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკის მიმოხილვას, საქართველოს საჯარო უწყებებში სიძულვილის ენის გამოყენების შემზღუდავი შიდასამართლებრივი აქტების ანალიზს, ასევე, სხვა სახელმწიფოებში მოქმედი სამართლებრივი აქტების და/ან დამკვიდრებული პრაქტიკის მაგალითზე, სიძულვილის ენის აღმოფხვრისკენ მიმართული თვითრეგულირების მექანიზმების შეთავაზებას საქართველოს პოლიტიკური სივრცის წარმომადგენლებისათვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gdi.ge