თბილისი. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანიაში”.
„18 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ბათუმში „სოციალური სახლების პროგრამას" ახორციელებს. რომლის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მსგავს ხელშეკრულებებს ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ამ დრომდე აფორმებს.
მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge