თბილისი. მედიის განვითარების ფონდი, 16-17 ივლისს რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლას ითხოვს.
„სადავო ვიდეო რგოლს, რომელიც ტელევიზიებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსდა, მინიჭებული აქვს სოციალური რეკლამის სტატუსი. მედიის განვითარების ფონდის აზრით, ვიდეო რგოლი, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისაკენ მიმართული ეკონომიკური რეფორმის ოთხ პუნქტიან მთავრობის გეგმას შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: mdfgeorgia.ge