en
ge

კოალიციის შეხვედრები რეგიონებში...

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აგრძელებს შეხვედრებს შშმ პირებთან და ოჯახის წევრებთან, მათ ორგანიზაციებთან და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან დასავლეთ საქართველოში. შეხვედრების მიზანია ადგილობრივ დონეზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ამ შეხვედრების და ტრენინგების მიზანია ადგილობრივი შშმ თემის ინფორმირება და გაძლიერება ადვოკატირების კუთხით და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და თემს შორის, რათა ადგილობრივი პროგრამები და ბიუჯეტი დაიგეგმოს და განხორციელდეს თემში არსებული საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინებით. საბოლოო შედეგს წარმოადგენს ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების შექმნა, რომელშიც შევლენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ასეთი შეხვედრები უკვე ჩატარდა ტყიბულში, ქუთაისში, ბაღდათში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში. განმეორებითი შეხვედრები ჩატარდება სენაკის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023