en
ge

საკონსულტაციო შეხვედრა

აჭარა. 15 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფასო იურიდიული დახმარების ცენტრმა გონიოში მცხოვრებ იმ მოქალაქეებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც რამდენიმე წელია, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო „ბათუმის საკრებულოს აღიარების კომისიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქეებისათვის მიწის დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს (http://goo.gl/6scbf8)". ასევე, შეხვედრაზე განიხილეს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საჭირო დეტალები. მოქალაქეებს გაეწიათ სამართლებრივი ხასიათის კონსულტაცია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების და რეგისტრაციის თაობაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)