თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „2014 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა".
„რეგიონებში ჩატარებულმა აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge