თბილისი. 18 ივლისს, ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონი განიხილებოდა კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით.
„კანონი ითვალისწინებს მოსამზადებელ წელიწადს ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის სკოლისათვის მზაობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმების შექმნას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განათლების, ჰიგიენის და სანიტარიის, კვების, ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების შემუშავებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. იუნისეფი აფასებს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას და აგრძელებს მთავრობის დახმარებას.
წყარო: unicef.ge