თბილისი. 21 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა - „დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" (საქართველოში არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო მიდგომები).
„კვლევის მიზანია, მიმოიხილოს დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის პროცესში, გააანალიზოს, ხარვეზები და გამოწვევები კონკრეტული მაგალითებისა და სტატისტიკის საფუძველზე. იმსჯელოს, როგორ აისახა საკანონმდებლო ცვლილებები დაზარალებულის უფლებებსა და მის მონაწილეობაზე სისხლის სამართალწარმოების პროცესში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge