თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ორგანიზაცია საქართველოს 6 რეგიონში, არალეგალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.
„... საქართველოს ექვს რეგიონში - აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლსა და კახეთში მოხდება არალეგალური მიგრაციის შესახებ პრეზენტაციები - თუ რას გულისხმობს არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზები, რომელია ადამიანთა ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეები, რა საკანონმდებლო სიახლეებია ეროვნულ და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყნებში...," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge