თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს მიმართავენ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები.
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებულმა ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს," ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge