26 ივლისს, 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, მწვანე ალტერნატივა გამართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას თემაზე: საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ გაერთიანებები, ენერგო-პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები ზემო სვანეთიდან, აჭარიდან, ლეჩხუმიდან და ყაზბეგიდან და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მისამართი: თბილისი, მაყაშვილის ქ. 32-34, სასტუმრო "ბეტსის" საკონფერენციო დარბაზი.