თბილისი. ომბუდსმენისთვის 26 ივლისს ცნობილი გახდა ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილი ლ.ო.-ს შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულმა დაუყოვნებლივ მოინახულა.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ვიზიტის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში დაკავებული პირი გაათავისუფლა პოლიციამ.
მიუხედავად დამდგარი შედეგისა, ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება", საქართველოში კვლავ სერიოზული ყოველდღიური პრობლემაა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ თავისუფლების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების, პიროვნების ღირსების და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მიუხედავად საქართველოს სახალხოდ დამცველის არაერთი მოწოდებისა, რომ მსგავსი პრაქტიკა აღმოიფხვრას, პოლიცია კვლავ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას," ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge