თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე საქმის განხილვას დაასრულებს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით „გიორგი პაპუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო ტოტალური ზეწოლის ქვეშაა".
„ ...გიორგი პაპუაშვილი ბოლო ხმაურიანი განცხადებებით, ცდილობს სადავო ქონების საკითხზე მიმდინარე დავა ხელისუფლებიდან მომდინარე პროცესად წარმოაჩინოს, საზოგადოდ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ შექმნას ალიბი, რომ ვინმე დევნის, ავიწროვებს და ამის მაგალითად, სასამართლოში ქონების დაბრუნებაზე არსებული დავა სახელდება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge