თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ზვიად კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
„განსკუთრებით შემაშფოთებელია, ის ფაქტი, რომ ეს არაა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. მიგვაჩნია რომ, მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება საფრთხეს უქმნის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამავდროულად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის," ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge