en
ge

„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“

სამეგრელო. 29 ივლისს, 14:00 საათზე, ქალაქ ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიება გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს ანგარიში კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ და სამომავლო რეკომენდაციები. დაჯილდოვდებიან ჟურნალისტებისა და ხატვის კონკურსების გამარჯვებულები. შედგება სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
პროექტის მიზანს E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. კამპანია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავდა.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 24 შეხვედრა როგორც მსუბუქი, ასევე სატრანზიტო და მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე. ასევე, საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა გზატკეცილის მიმდებარედ განლაგებული 15 სკოლის 1500-მდე მოსწავლესთან. შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც გულისხმობს ხილვადობის ღონისძიებებს და ქვეითებისათვის ამრეკლი საშუალებების (რეფლექტორები, ჟილეტები) დარიგებას.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები კერძო და საზოგადოებრივ სექტორთან ერთად. პროექტის სოლიდარობის კამპანიაში ჩართულები იყვნენ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. კამპანია აქტიურად შუქდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.
E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერით შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ერთად ახორციელებდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023