თბილისი. 29 ივლისს, გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის „ნატო-ს ეფექტი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკებზე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის" პრეზენტაცია.
„ანგარიშში განხილულია ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გაანალიზებულია განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, რეგიონული ინტეგრაციისა და ინსტიტუციური განვითარების სტატისტიკური მონაცემები,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში