თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რიმა ბერაძის ორგანიზებით, „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი"-ის მიერ, სკოლის პედაგოგებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ გაწეული აგიტაციაა.
„ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" საქველმოქმედო შინაარსის ღონისძიებებს პარტიის მსგავსი სიმბოლიკითა და სახელით, პარტიის წარმომადგენლების თანდასწრებით ახორციელებს, რაც საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევაა," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge