en
ge

გამჭვირვალობა: „სააკაშვილის საარჩევნო აგიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე უკანონოა“.

აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ინფორმაციას ავრცელებს „მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო აგიტაცია „ნაციონალური მოძრაობის" შეკრებაზე უკანონოა". ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „31 ივლისს, ბათუმში ... „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ... მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინა. ... წარდგენის ბოლოს კი შეკრების ორგანიზატორებმა აქტივისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის ჩანაწერი შესთავაზეს... საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2015 წლიდან უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებს. ფაქტს წინ უძღოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება. შესაბამისად, ამავე პერიოდიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე. საქართველოს საარჩევნო კოდექსი (45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ცალსახად უკრძალავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ 31 ივლისის პარტიულ ღონისძიებაში გაკეთებული განცხადებები კი აშკარა აგიტაცია იყო ...".
ორგანიზაცია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უახლოეს სხდომაზე შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)