en
ge

„საზოგადოებრივი დარბაზების განვითარება - ახალგაზრდული ხედვა“

აჭარა. 3 აგვისტოს, გონიოს ციხეში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „საზოგადოებრივი დარბაზების განვითარება - ახალგაზრდული ხედვა". პროექტის „მართე შენი ქალაქის" მონაწილეები საზოგადოებრივი დარბაზების მუშაობის წესებსა და მის მუშაობაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ. ასევე, შეიმუშავეს დარბაზების განვითარების კონცეფციები. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის პროცესში, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის აღნიშნული მექანიზმის საფუძვლიანად გაცნობაში გამოიხატა. შეხვედრის ნაწილი დარბაზების წევრობის მოდელირებას დაეთმო, სადაც „პროგრესის გზის" ინსტრუმენტის გამოყენებით ახალგაზრდებმა დაბაზების წინაშე არსებული პრობლემები გამოავლინეს, ასევე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე.
შეხვედრა გაიმართა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ორგანიზებით, რომლის მხარდამჭერია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)