en
ge

„ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში ახალი ობიექტები გაიხსნება“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" ქვემო ქართლის, სამცხე -ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
"პროექტის „მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით" ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის სამ (იმერა, ტბეთი, საყდრიონი) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში (გორელოვკა) პროექტის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალები გადასცეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.
აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში გარემონტდება ძველი შენობა და სექტემბრის ბოლოს სოფელ საყდრიონს ახალი საბავშვო ბაღი ექნება; სოფელ ტბეთში მოხდება სოფლის სკოლისა და რიტუალების სახლის წყალმომარაგების მოწყობა და სპორტული დარბაზის სველი წერტილის მშენებლობა; სოფელ გორელოვკაში სპორტული დარბაზი გაიხსნება, სოფელ იმერაში კი ახალგაზრდული ცენტრი და ამბულატორია გაკეთდება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)