აჭარა. 3 მაისს, პრესკაფეში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა სოციალური ინსტიტუტებისთვის" გამართა შეხვედრა თემაზე: „რჩევები ადგილობრივ თვითმართველობასა და კერძო სექტორს: საქრთველოს რეგიონებში გარემო ფაქტორებით გამოწვეული ავადობის მართვისათვის". შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სამედიცინო გეოლოგიური მონაცემთა ბაზის, ანუ ისეთი ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესაძლებლობები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე გარემო ფაქტორებზე და რეგიონში არსებულ სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებზე. მოწვეულნი იყვნენ როგორც აჭარის რეგიონის გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და ექიმები. ორგანიზატორებმა საზოგადოებისგან მოისმინეს წინადადებები ჯგუფების შექმნაზე, გამოსაშვები წიგნისთვის მონაცემების ნაირგვარობაზე და მათ თემატურ დაყოფაზე.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.