იმერეთი. 22 იანვარს, ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატ 1003"-ში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „სავარაუდო
პოლიტიკური მოტივაციიის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
საქმეების ანალიზის" პრეზენტაცია გამართა. საიას კვლევაში შესულია როგორც ადმინისტრაციული,
ასევე სისხლის სამართლის საქმეები. ორგანიზაციამ 2011 წელს
გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში. ანგარიშში შესულია 2009 წლის საპროტესტო
აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების საქმეები და მათი ანალიზი.
მონიტორინგმა აჩვეგა
არსებითი დარღვევები და უარყოფითი ტენდენციები, როგორც გამოძიების ორგანოს, ასევე
სასამრთლოს მხრიდან. კერძოდ, გამოვლინდა: ოპოზიციური პარტიების
აქტივისტების დაკავება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ფლობისა და პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ბრალდებულის კონსტიტუციური
უფლებების უხეში დარღვევა, საქმეების არასრული გამოძიება, დანაშაულის
არასწორი კვალიფიკაცია, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და იდენტური ჩვენებები. ორგანიზაციამ
მონიტორინგის პროცესში სულ 21 საქმე შეისწავლა, რომელიც 55 პირს ეხებოდა.