თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ელენე ბერიაშვილის ბლოგპოსტს: „კეთილდღეობის ილუზიები".
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია, მაგრამ ავიწყდებოდათ იმის დამატება, რომ ეს ასე კი არ არის არამედ, ასე უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ ყოველ დღე ვიბრძვით ამ ღირებულებების მოსაპოვებლად, რადგან, სინამდვილეში, ყველა ადამიანი არც თავისუფალია და არც თანასწორი. რეალურად, რაც დაბადებიდან გვენიჭება ესაა უნარი იბრძოლო ამ ფასეულობებისათვის. განათლების არსი კი სწორედ ამ უნარის გამოყენებაში მდგომარეობს, რომ წარმატებულად ჩაერთო ბრძოლაში, რომლის მოგებაც პირდაპირპროპორციულია თავისუფლებისა და თანასწორობის. ყველაზე დიდი თავისუფლება და თანასწორობა კი გათავისუფლებისა და გათანასწორების პროცესია, რაც ქმნის სოლიდარობას - როგორც ამ პროცესის თანაზიარობისა და თანამონაწილეობის განცდას," ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: ginsc.net