თბილისი. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", კიდევ ერთხელ ეხმიანება და გამოხატავს ღრმა პატივისცემას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპული და დაზარალებული პირების მიმართ.
„8 წლის წინ საფრთხე შეექმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მეზობელი ქვეყნის მხრიდან განხორცილებულ აგრესიას. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე სისხლიანი 5 დღე. სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება არგამოცხადებული ომი და ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ათასობით მოქალაქეს უწევს ცხოვრება დევნილობაში. ჩვენ ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს და იმედს, ვიტოვებთ რომ ეს იქნება ქვეყნისთვის უკანასკნელი სისხლიანი დღეები და ქვეყნის მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე იმუშავა და თავისი ნამუშევარი არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშში ასახა.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში