en
ge

რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიშს აქვეყნებს საქართველოს შესახებ.
„ანგარიშში საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, მთავრობის მიერ შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუმჭვირვალე და არაეფექტურ საქმიანობაზე, რელიგიური მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების მაღალ მაჩვენებელზე, სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობისა და სეკულარობის პრინციპების დარღვევებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის არაერთხელაა ნახსენები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პოზიცია რელიგიის თავისუფლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)