en
ge

„როგორ ჩავრთოთ მოქალაქეები საკრებულოს მუშაობაში sms-ების საშუალებით?“

აჭარა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციურ მიდგომას გაეცნენ.
„მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემის გამოყენება დაიწყო. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით მოქალაქეები sms-ით ან/და ელ.ფოსტით იღებენ ინფორმაციას საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგისა და სხდომებზე დასწრების პროცედურების შესახებ. სისტემაში უკვე 800 ადამიანია გაწევრიანებული. sms სისტემა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში დანერგა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)