თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს.
„საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: isfed.ge