თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამომრჩევლებისთვის ახალი ვებ-გვერდი აამოქმედა.
„ვებგვერდის chemikhma.ge მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში. ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები...," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge