en
ge

ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ალექსანდრა აროშვილის სტატიას: „ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში: განათლება და შრომის ბაზარი".
„სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევეხეთ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მცირე ნაწილს, რომელთა ანალიზისას გამოვიყენეთ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვლევა შრომის ბაზრის შესახებ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ბაზაში არსებული მონაცემები.
დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და სამუშაო ძალის რაოდენობრივი და სექტორული განაწილების მაჩვენებელმა შესაძლებლობა მოგვცა, გვესაუბრა დედაქალაქში სამუშაო ძალის მაღალი კონცენტრაციის შედეგად გამოწვეულ ურბანულ და სოციალურ პრობლემებზე; საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების ეკონომიკურად უფუნქციო სივრცეებად ქცევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე; კვლევის არასათანადოდ ეფექტიან მეთოდოლოგიასა და იმ ხარვეზებზე, რაც საფუძვლიანად აყენებს ეჭვქვეშ მის ემპირიულ ვალიდურობას," ნათქვამია სტატიაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)