სამეგრელო. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში პროექტის „შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება" ფარგლებში, საინფორმაციო აქცია გაიმართა.
„ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი და ცენტრის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფი ზუგდიდის მცხოვრებლებს არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში