თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პარტიზანული მებაღეობის" წევრების ინტერესებს იცავდა. ისინი სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.
„...მოსარჩელეებს მიეცეთ შესაძლებლობა განათავსონ კარავი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს 2016 წლის 25 აგვისტოს ჰქონდათ კარვის განთავსების მცდელობა),შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge