თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურებიან.
„შემაშფოთებელია, როცა პოლიტიკური პარტია ამომრჩეველთან კომუნიკაციისას კაპიტალიზაციას სიძულვილის ენაზე და შეუწყნარებლობაზე ახდენს, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება იმ საკითხებზე მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მოქალაქეებისთვის პრობლემატურია.
მოვუწოდებთ პატრიოტთა ალიანსს და მის ცალკეულ წევრებს, უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყარებლობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად არ აქციონ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge